მიმღები ოპერატორი

აღწერა

შპს „ავტოტექნო“ წარმოადგენს სატვირთო ავტომობილებისა და სამშენებლო ტექნიკის მომწოდებელ სწრაფად მზარდ კომპანიას, რომელიც დაარსდა 2016 წელს და გახლავთ ორი გიგანტი ჩინური ბრენდის, SINOTRUK HOWO-სა და SHANTUI-ს ოფიციალური დილერი საქართველოში.
კომპანიას შემოჰყავს საქართველოს ბაზარზე უმაღლესი ხარისხის ინდუსტრიული ავტოტექნიკა, მათ შორის თვითმცლელები ბეტონის მიქსერები, ბულდოზერები ექსკავატორები, დამტვირთველები და ა.შ, ასევე მისი საქმიანობის სფერო მოიცავს არსებული ბრენდების სათადარიგო ნაწილების რეალიზაციასა და გაყიდული ტექნიკის საგარანტიო და გარანტიის შემდგომ მომსახურებას, მიმდინარე ტექნიკურ სერვისს.
„ავტოტექნო“ წლიდან წლამდე საშუალოდ 100%-ით ზრდის რეალიზაციის მოცულობას. 2023 წლის ოფიციალური მონაცემებით კი, ახალი სატვირთო მანქანების ბაზრის 60%-ს ფლობს, რაც ხაზს უსვამს მის სიძლიერესა და წარმატებას ინდუსტრიაში.
კომპანიის გაფართოების სწრაფი ტემპებიდან გამომდინარე „ავტოტექნოს“ გუნდში ვიწვევთ ნიჭიერ და განვითარებაზე ორიენტირებულ კანდიდატებს!

ვაკანსია: მიმღები ოპერატორი
ადგილმდებარეობა: ფონიჭალა
ანაზაურება: 900-1200 Net + კვარტალური ბონუსი
სამუშაო საათები: 10:00 - 18:00 (ორშაბათი-პარასკევი) 10:00-14:00 (შაბათი)

ჩვენ გავაზობთ:

  • კონკურენტულ საბონუსე სისტემას;
  • კომპანია ფარავს თანამშრომლის საპენსიო შენატანს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • Fitpass-ს კომპანიის თანადაფინანსებით;
  • სასწავლო პროგრამებსა და ტრენინგებს, მუდმივი განვითარებისთვის (დაფინანსება კომპანიის მხრიდან);
  • მხარდაჭერას, სამუშაო საათების ხარჯზე საუნივერსიტეტო და არასაუნივერსიტეტო სასწავლო პერიოდის განმავლობაში;
  • 24 + 4 საშვებულებო დღეს;
  • შვებულების გამოყენების შესაძლებლობა თანამშრომლობიდან 3 თვის შემდეგ.

ფუნქცია-მოვალეობები:
  • ფილიალში შემოსული მომხმარებლების დახვედრა და საჭიროებისამებრ გადამისამართება;
  • მომხმარებლების მოთხოვნის გამოვლენა, პირველადი ინფორმაციის მიწოდება და დაკვალიანება;
  • საჭიროების შემთხვევაში ინფორმაციის დაზუსტება და მომხმარებლისთვის მიწოდება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სასურველია ამავე პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამებთან მუშობის გამოცდილება
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

საჭირო პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
  • შრომისმოყვარე
  • კომუნიკაბელური
  • პუნქტუალურობა.

კონკურსის ეტაპები:
  • შესარჩევი სიის მომზადება;
  • გასაუბრება შერჩევის სპეციალისტთან;
  • გასაუბრება უშუალო ხელმძღვანელთან.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: [email protected] და წერილის თემის გრაფაში (subject-ში) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - ‘’მიმღები ოპერატორი ‘’
თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, აგრეთვე შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის შემდგომი 5 (ხუთი) წლის განმავლობაში.
დაინტერესების შემთხვევაში, თუ რატომ არ შეირჩა თქვენი კანდიდატურა გასაუბრების ეტაპისთვის, შეგიძლიათ მოგვწეროთ აღნიშნულ მეილზე, ჩვენ სიამოვნებით გიპასუხებთ!
გისურვებთ წარმატებას და კარიერულ წინსვლას!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

მიმღები ოპერატორი
ავტოტექნო
თბილისი დედლაინი: 3 კვირაში

საწყობის მიმღები ოპერატორი
ონვეი დელივერი
თბილისი 1200₾ დედლაინი: 2 კვირაში

მითერი
ავტოტესტი
თბილისი 1000₾ დედლაინი: 1 კვირაში

ფილიალის მენეჯერი
ზღაპარი
თბილისი დედლაინი: 3 კვირაში

ინსტალატორი
Digital TV
თბილისი 1500₾ დედლაინი: 1 დღეში

ლოგისტიკის ოპერატორი
მზიური
თბილისი 1200₾ დედლაინი: 1 კვირაში

კომპანია


ავტოტექნო

ანაზღაურება


900₾ -1,200₾
დედლაინი
3 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო