ინსტალატორი

აღწერა

"DIGITAL TV" აცხადებს ვაკანსიას ინსტალატორის პოზიციაზე ხობში. "DIGITAL TV" არის ციფრული მაუწყებლობის ოპერატორი, რომელიც რეიტინგულ სატელევიზიო არხებს, მთელი საქართველოს მასშტაბით, მაღალი ხარისხით ავრცელებს. ფუნქცია-მოვალეობები: ** კომპანიის მომხმარებლებისთვის და აბონენტებისთვის მიმღები მოწყობილობების მონტაჟი, დაზიანების აღმოფხვრა და დემონტაჟის განხორციელება ** გაუქმებული აბონენტების მომსახურება და კონტროლი ** მომხმარებლებთან შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმება საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** საკუთარი ავტომობილის ყოლა ** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ** სასურველია ტექნიკური განათლება სატელეკომუნიკაციო ან IT სფეროში აუცილებელი უნარ-ჩვევები: ** დაკვირვებულობა და ორგანიზებულობა ** კომუნიკაბელურობა, მოლაპარაკებების წარმოების და ეფექტური კომუნიკაციის უნარი ** მაღალი პასუხისმგებლობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება ბენეფიტები კომპანიისგან: ** ავტომობილის დაზღვევა ** ჯანმრთელობის დაზღვევა ** ულიმიტო სასაუბრო კორპორაციული ნომერი ** საწვავით უზრუნველყოფა სამუშაო განაკვეთი: სრული ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი (1500 ლარიდან). დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, 2024 წლის 30 ივნისის ჩათვლით გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტის მეშვეობით შემდეგ მისამართზე: [email protected] და დანიშნულების ველში აუცილებელია მითითებული იქნეს პოზიციის დასახელება "ინსტალატორი - ხობში".

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

ინსტალატორი
ტექნეტი
თბილისი 1200₾ დედლაინი: 3 კვირაში

გაყიდვების აგენტი
Digital TV
თბილისი 700₾ დედლაინი: 1 კვირაში

კომპანია


Digital TV

ანაზღაურება


1,500₾
დედლაინი
14 საათის წინ
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო