ინსტალატორი

აღწერა

IT კომპანია "ტექნეტი" საქართველოში საქმიანობას ეწევა 2014 წლიდან. კომპანია არის ისეთი წამყვანი ბრენდების ავტორიზებული პარტნიორი როგორებიცაა: HPE, Dell, Cisco, Hikvision და ა.შ. კომპანია "ტექნეტი" აცხადებს ვაკანსიას ინსტალატორის პოზიციაზე. ფუნქცია-მოვალეობები: ** ლოკაციებზე მოკვლევითი სამუშაოების წარმოება/დაგეგმვა; ** არსებული ტექნიკური სერვისების უზრუნველყოფა, ტექნიკური დახმარება, დიაგნოსტიკა და დროული რეაგირება; ** პასიური ქსელის მონტაჟი და ტექნიკურად გამართვა ტექნიკური დავალების მიხედვით; ** არსებული ხარვეზების გამოსწორება; ** უშუალო ხელმძღვანელის მიერ მითითებული სამუშაოს შესრულება (კომპანიის საქმიანობის ფარგლებში); ** მივლინებაში გამგზავრება პროექტის ლოკაციის შესაბამისად; ** შიდა ინტერნეტ ქსელის დაგეგმარება, მონტაჟი/დემონტაჟი; ** ინტერნეტ კაბელის დაზიანებების აღმოფხვრა; ** კომპიუტერული ტექნიკის მონტაჟი/დემონტაჟი; ** ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის მონტაჟი/დემონტაჟი; ** ქსელურის ტექნიკის მონტაჟი/დემონტაჟი; ** მასზე აღრიცხული სამუშაო ინვენტარისა და მასალების კონტროლი/დაცვა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სასურველია უმაღლესი ტექნიკური განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების განხრით; ** სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე; ** ოპერაციული სისტემების, კომპიუტერული ქსელის საბაზისო ცოდნა. უნარები/შესაძლებლობები: ** კომუნიკაბელური; ** დეტალების მიმართ ყურადღებიანი; ** ანალიზის და პრობლემის გადაწყვეტის უნარი; ** დროის სწორად მართვის უნარი; ** მართვის მოწმობის B კატეგორიის ქონა ჩაითვლება უპირატესობად. სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 (ხუთი) დღე 09:00-18:00 ანაზღაურება: 1200 (ათას ორასი) ლარი, ხელზე ასაღები. დაინტერესებულმა პირებმა, თქვენი რეზიუმე გამოგზავნეთ შემდეგ მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში, გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. გისურვებთ წარმატებას!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

გაყიდვების აგენტი
Digital TV
თბილისი 700₾ დედლაინი: 1 კვირაში

კომპანია


ტექნეტი

ანაზღაურება


1,200₾
დედლაინი
3 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო