მიმღები-ადმინისტრატორი

აღწერა

სასტუმრო "კრუიზი" აცხადებს ვაკანსიას მიმღები ადმინისტრატორის პოზიციაზე. სამუშაო გრაფიკი: სრული მდებარეობა: თბილისი, ბელიაშვილის 81 ანაზღაურება: 1000 ლარი (მიმღებში არის 4 თანამშრომელი) ფუნქცია-მოვალეობები: ** თავაზიანი, პოზიტიური ურთიერთობა, როგორც სასტუმროს სტუმრებთან, ასევე თანამშრომლებთან; ** სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით სტუმართა მიღება, განთავსება და შემდგომ გაცილება; ** სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება ნომრების, ტარიფების და სასტუმროში არსებული სხვა სერვისების შესახებ; ** შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა; ** სატელეფონო საუბრის და ელექტრონული ფოსტით მიმოწერის კულტურისა და სტანდარტების დაცვა; ** სტუმართან ეფექტური და პოზიტიური კომუნიკაციის დამყარება; ** სტუმრის სისტემაში რეგისტრაცია და სათანადო ფინანსური ოპერაციების შესრულება; ** ცვლის დასაწყისში პროგრამაში დატოვებული ინფორმაციის შემოწმება; ** ოთახების სტატუსის გადამოწმება (სუფთა/დასასუფთავებელი); ** კონფიდენციალურობის დაცვა; ** სატელეფონო ეტიკეტის დაცვა. მოთხოვნები: ** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა; სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; ** კომპიუტერული და საოფისე პროგრამების ცოდნა. პიროვნული მახასიათებლები და უნარები: ** დეტალებისადმი ყურადღებიანი, ორგანიზებული, პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე; ** კომუნიკაბელური, პრეზენტაბელური; ** სამუშაოს დაგეგმვის და მისი დროულად შესრულების უნარი; ** ემოციური სტაბილურობა და თავშეკავებულობა; ** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა; ** დროის მართვისა და პრიორიტეტების დასახვის უნარი; ** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი. ჩვენ გთავაზობთ: ** კონკურენტულ ანაზღაურებას; ** კვებით უზრუნველყოფას; ** მეგობრულ და გუნდურ გარემოს; ** ზრდისა და განვითარების ხელშეწყობას. კომპანია თანამშრომელს უზრუნველყოფს კვებით. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება. ან დარეკეთ შემდეგ ტელეფონის ნომერზე: (+995) 595 33 50 80 კანდიდატის განხილვა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე. სასტუმრო "კრუიზი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

რეცეფციის თანამშრომელი
სასტუმრო ზეგ
თბილისი 900₾ დედლაინი: 3 კვირაში

ფილიალის მენეჯერი
ზღაპარი
თბილისი დედლაინი: 2 კვირაში

მიმღების ადმინისტრატორი
სასტუმრო Magnika
თბილისი 1300₾-1500₾ დედლაინი: 1 დღეში

პროდუქციის მიმღებ-ადმინისტრატორი
ზღაპარი
თბილისი 1100₾ დედლაინი: 1 კვირაში

კომპანია


სასტუმრო კომპლექსი კრუიზი

ანაზღაურება


1,000₾
დედლაინი
1 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო