მიმღები-ადმინისტრატორის/რეცეფციონისტი

აღწერა

შპს. "რომპეტროლ საქართველო" აცხადებს ვაკანსიას მიმღები-ადმინისტრატორის/რეცეფციონისტის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: თბილისი, მ. ალექსიძის ქ. #12, King David-ის ბიზნეს ცენტრი. სამუშაო გრაფიკი: სრული თუ ხარ მოტივირებული, ორგანიზებული და გსურს მიიღო გამოცდილება დიდ, საერთაშორისო კომპანიაში, გამოიყენე შესაძლებლობა და შემოუერთდი რომპეტროლის მეგობრულ გუნდს. ფუნქცია-მოვალეობები: ** ვიზიტორების მიღება და მათი დაკვალიანება; ** ვიზიტორთა რეგისტრაცია; ** ვიზიტორების გადამისამართება შესაბამის დეპარტამენტთან; ** შემოსული ზარებზე პასუხის გაცემა და მათი გადამისამართება; ** ელ.ფოსტაზე მიღებული წერილების სორტირება და გადამისამართება; ** გამავალი შეტყობინების მომზადება და გაგზავნა კურიერთან; ** საკურიერო მიწოდების უზრუნველყოფა; ** შეხვედრების ოთახის დაჯავშნა; ** შეხვედრის მონაწილეებთან შეხსენების გაგზავნა; ** შეხვედრის ოთახის კალენდრის მართვა; ** ადმინისტრაციული დეპარტამენტის აქტივობებში მონაწილეობა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება; ** MS Office (Word, Excel, Outlook, PPT) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა; ** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა. ჩვენ გთავაზობთ: ** ფიქსირებული, ხელზე ასაღები ანაზღაურება: 1000 ლარი ** კომფორტულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს ** მოკლე სამუშაო დღეს პარასკევს. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელ.ფოსტაზე: [email protected] (წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება). აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

რეცეფციის თანამშრომელი
სასტუმრო ზეგ
თბილისი 900₾ დედლაინი: 3 კვირაში

ფილიალის მენეჯერი
ზღაპარი
თბილისი დედლაინი: 2 კვირაში

მიმღების ადმინისტრატორი
სასტუმრო Magnika
თბილისი 1300₾-1500₾ დედლაინი: 1 დღეში

პროდუქციის მიმღებ-ადმინისტრატორი
ზღაპარი
თბილისი 1100₾ დედლაინი: 1 კვირაში

კომპანია


რომპეტროლ საქართველო

ანაზღაურება


1,000₾
დედლაინი
3 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო