მოლარე-ოპერატორი

აღწერა

"Midea" გახლავთ გაგრილების სისტემების და საყოფაცხოვრებო ტექნიკის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი, რომელიც ორიენტირებულია ენერგოეფექტური ტექნოლოგიების განვითარებასა და გარემოს ზრუნვაზე. შპს "ემტექნიკსი" - ბრენდი ""Midea"-ს საყოფაცხოვრებო კონდიცირებისა და ტექნიკის ექსკლუზიური იმპორტიორია საქართველოში. შპს "ემტექნიკსი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე ფარსადანის # 7-ში. ფუნქცია-მოვალეობები: ** სალაროს ოპერაციების წარმოება, კონტროლი, დღის დახურვა, ინკასაციისთვის ფულის გამზადება; ** პროდუქციის განახლებული ფასების ასახვა პროგრამაში, შეკვეთის გატარება/დასრულება; ** 1 c პროგრამაში ტერმინალით გადახდილი თანხის ბანკში რეალურად ასახული თარიღის მიხედვით კორექტირება; ** ზედნადებისა და საგარანტიო ტალონის გამოწერა. ** საქონლის უკან დაბრუნების/გადაადგილების დოკუმენტაციის შექმნა/პროგრამაში ასახვა; ** დოკუმენტაციის შენახვა/დაარქივება და პოზიციასთან დაკავშირებული სხვა ოპერაციების შესრულება. ძირითადი მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება; ** სამუშაო გამოცდილება (მინიმუმ 6 თვე მსგავს პოზიციაზე); ** საოფისე პროგრამების (Excel, Word) ცოდნა (1c); ** ნაღდ ფულთან და საბანკო ტერმინალებთან მუშაობის გამოცდილება. პიროვნული თვისებები: ** კომუნიკაბელურობა; ** სისხარტე; ** თავაზიანობა; ** პასუხისმგებლობის გრძნობა; ** დისციპლინირებულობა; ** გუნდური მუშაობის უნარი. ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 1200 ლარი სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე 8 საათიანი სამუშაო გრაფიკით. 09-18 საათამდე ან 11-20 საათამდე, (გრაფიკი ცვლადია) დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV თანდართული ფოტოსურათით გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე [email protected] 2024 წლის 15 ივლისამდე. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. გამოყენებული იქნება კანდიდატთა შერჩევის შემდეგი პროცედურები: ** წინასწარი გადარჩევა წარმოდგენილი CV-ების მიხედვით; ** გასაუბრება; შპს "ემტექნიკსი"-ს მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს[CV] გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ შპს "ემტექნიკსი" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება ერთი წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "ემტექნიკსის"-ს მიერ სხვა, პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში. გისურვებთ წარმატებას!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

საწყობის ოპერატორი
მიდეა
თბილისი 1500₾ დედლაინი: 3 კვირაში

პრომოუტერი
მიდეა
თბილისი 600₾ დედლაინი: 3 კვირაში

ოფისის მენეჯერი
მიდეა
თბილისი 1000₾-1200₾ დედლაინი: 3 კვირაში

კომპანია


მიდეა

ანაზღაურება


1,200₾
დედლაინი
1 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო