ბილინგის სპეციალისტი

აღწერა

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" წამყვანი კომპანიაა საქართველოს წყალმომარაგების ბაზარზე, რომლის მიზანია თბილისისა და მისი შემოგარენის ხარისხიანი, უსაფრთხო და საიმედო წყალმომარაგებით უზრუნველყოფა. GWP 2022 წლიდან ესპანური ჰოლდინგის Aqualia-ს წევრი ორგანიზაციაა. Aqualia წყალმომარაგების დარგში ერთ-ერთი მოწინავე კომპანიაა, რომელიც 18 ქვეყანაში ოპერირებს. ვეძებთ გუნდის ახალ წევრს სპეციალისტის პოზიციაზე ბილინგის მიმართულებით. სამუშაოს მიზანი: ბილინგის სისტემის გამართული ფუნქციონირებისა და მონაცემთა ბაზის სიზუსტისა ხელშეწყობა. ფუნქცია-მოვალეობები: ** ახალი აბონენტების მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია. ** სერვის-ცენტრებიდან წარმოდგენილი განხორციელებული კორექტირებების (დარიცხვის შესწორება, ვალის შესწორება, სულადობის კორექცია) ** შემოსულ წერილებზე პასუხების მომზადება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** ბაკალავრის ხარისხი სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების ან ეკონომიკის დარგში. ** მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება. ** MS Office პროგრამების ცოდნა, განსაკუთრებით Excel-ის ცოდნა. აუცილებელი უნარ-ჩვევები: ** ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი. ** პრიორიტეტების სწორად განსაზღვრისა და დედლაინების მართვის უნარი. ** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი. სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, კომპანიის სათავო ოფისი მისამართი: მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა N10 სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი: 09:00-18:00 სთ ანაზღაურება: 1 450 ლარი (ხელზე ასაღები თანხა) დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] არა უგვიანეს 2024 წლის 26 ივლისისა. გთხოვთ, საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ თანახმა ხართ შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

კომპანია


ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი

ანაზღაურება


1,450₾
დედლაინი
2 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო