ბილინგის მოლარე-ოპერატორი

აღწერა

შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანება" აცხადებს კონკურსს - ბილინგის მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე. ადგილების რაოდენობა - 1 სამუშაო ადგილი - თბილისი გრაფიკი: ცვლაში მუშაობა ანაზღაურება - 1520 ლარიდან 1650 ლარამდე. ფუნქცია-მოვალეობები: ** აეროპორტში სალაროს მუშაობის გამართულად, სტანდარტების და კანონმდებლობის შესაბამისად წარმართვა; ** ავიაკომპანიებისგან გამოწერილი ბილების საფუძველზე საჭიროებისამებრ თანხის მიღება როგორც ნაღდი ისე უნაღდო ფორმით; ** სალარო ოპერაციების დადგენილი წესის შესაბამისად წარმოება, შემოსული ნაღდი თანხის კომპანიის საბანკო ანგარიშებზე დროულად შეტანა; ** სალარო აპარატის და ბანკის ტერმინალის ზეტ ანგარიშის ამოღება და ფაქტობრივად არსებულ ნაშთთან შედარება; ** კლიენტისთვის მომსახურების ანგარიშების წარდგენა თითოეული რეისის მიხედვით; ** ყოველდღიური პირველადი დოკუმენტების, სერვის-ფორმების და სხვ. მიღება, შემოწმება-დამუშავება, შენახვა, მათში გამოვლენილ ნაკლოვანებებსა თუ მცდარ ინფორმაციაზე დროული და სწორი რეაგირება, შესაბამისი პროგრამული გატარებების სწორად, შეუფერხებლად და ეფექტურად შესრულება; ** პირველად დოკუმენტებში ნაკლოვანებების, არასწორი თუ ცრუ ინფორმაციის გამოვლენისას დოკუმენტის წარმომდგენისა და ხელმძღვანელისთვის ინფორმაციის დაუყოვნებლივ ოფიციალურად მიწოდება; ** კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სასურველია უმაღლესი განათლება ეკონომიკაში ან ფინანსებში; ** სასურველია საბუღალტრო განხრით განათლება; ** შესაბამის სფეროში მუშაობის სულ მცირე 1 წლის გამოცდილება; ** სასურველია ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა. პიროვნული უნარ-ჩვევები: ** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი; ** პრიორიტეტების განსაზღვრის და პასუხისმგებლობის აღების უნარი; ** საკუთარი აზრის ლაკონურად გამოხატვის და პოზიციის დაფიქსირების უნარი; ** სხვისი აზრის მოსმენის, პატივისცემის და გაზიარების უნარი; ** თანამშრომელთათვის, გვერდში დგომის, მოტივაციის და სათანადო გარემოს შექმნის უნარი; ** კონფლიქტური და კრიზისული სიტუაციების ეფექტური მართვის უნარი; ** ეფექტური ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი; ** შეზღუდულ ვადებში ეფექტური მუშაობის უნარი; ** დროის ეფექტური მართვის და ორგანიზებული საქმიანობის წარმართვის უნარი; ** ცვლილებებთან შეგუების და მათი მართვის უნარი. კონკურსის ეტაპებია: ** აპლიკაციების გადარჩევა; ** გასაუბრება/წერითი დავალება. მსურველებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზუმე ელ. ფოსტაზე: [email protected] და სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. ვაკანსიაზე განიხილება მხოლოდ ის კანდიდატურა, რომელიც აკმაყოფილებს მოთხოვნებს. რეზიუმეების მიღება გაგრძელდება 2024 წლის 16 ივლისის ჩათვლით. CV-ს გამოგზავნით, აცხადებთ თანხმობას შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, გადასცეს აღნიშნული მონაცემები მის კონსულტანტებს. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში" 1 წლის ვადით.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

კომპანია


საქართველოს აეროპორტების გაერთიანება

ანაზღაურება


1,520₾
დედლაინი
1 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო