რეცეფციონისტი

აღწერა

Shota@Rustaveli Boutique Hotel აცხადებს ვაკანსიას რეცეფციონისტის პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები: ** შეასრულოს ფრონტ ოფისის მოვალეობები, შეხვედრის, მისალმების და სტუმრის საჭიროებების დაკმაყოფილების ჩათვლით.უზრუნველყოს მომხმარებლის უმაღლესი ხარისხის მომსახურება; ** ყველა სტუმართან ჩამოაყალიბოს კარგი დამოკიდებულება და მოახდინოს სწრაფი რეაგირება სტუმრის ყველა შენიშვნაზე იმისათვის რომ უზრუნველყოს მომსახურების მაღალი ხარისხი; ** უზრუნველყოს სტუმრის მოთხოვნების დაკმაყოფილება იმისათვის რომ კომფორტული და სასიამოვნო გახადოს მისი ყოფნა სასტუმროში; ** უზრუნველყოს სტუმრის შენიშვნების მოგვარება ზრდილობიანად და ეფექტურად უმოკლეს ვადებში; ** უზრუნველყოს აკურატული და ეფექტური გადახდის და რეგისტრაციის პროცესი; ** უზრუნველყოს სისუფთავე მის სამუშაო ადგილას; ** შეასრულოს ზოგადი საოფისე მოვალეობები, მიმოწერის, ინფორმაციის მიღებისა და გადაცემის ჩათვლით, რათა უზრუნველყოს რეცეფშენის სწორი ფუნქციონირება; ** ეფექტურად მართოს რეზერვაციის ყველა წყაროები და უზრუნველყოს რომ ყველა ჯავშანი სწორად იქნეს აღრიცხული; ** უზრუნველყოს ჯავშნებისა და გაუქმებების სწორი აღრიცხვა; აუცილებელი მოთხოვნები: ** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სასურველია; ** აუცილებელია ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა. ნებისმიერი დამატებითი ენა ჩაითვლება უპირატესობად; ** კომუნიკაციის კარგი უნარი; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** პასუხისმგებლობის გრძნობა; ** გუნდური მუშაობის უნარი; ჩვენ გთავაზობთ: ** მეგობრულ სამუშაო გარემოს; ** ჯანმრთელობის დაზღვევას; ** კვებით უზრუნველყოფას; ** გრაფიკი: მცოცავი გრაფიკი, კვირაში 2 დასვენების დღე; ** დილის ცვლა 07:30-15:30, საღამოს ცვლა 15:30-23:00, ღამის ცვლა 23:00-07:30 (კვირაში 1 ან 2). ** ფიქსირებული ხელფასი 1150 ლარი + ბონუსი მაღალ სეზონზე; დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

კომპანია


სასტუმრო Shota@Rustaveli

ანაზღაურება


1,150₾
დედლაინი
3 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო