რეცეფციონისტი

აღწერა

სასტუმრო "იბის თბილისი სტადიუმ" ("Ibis Tbilisi stadium"), არის საერთაშორისო ბრენდის, "აკორ ჰოტელსის" (Accor Hotels) წევრი კომპანია. "აკორ ჰოტელსი" თავის მხრივ, წარმოადგენს ერთერთ ლიდერ კომპანიას მოგზაურობისა და დასვენების ორგანიზების სფეროში, რომელიც წლის ნებისმიერ დროს, სთავაზობს სტუმრებს 5000-ზე მეტ საუკეთესო კურორტებზე დასვენების შესაძლებლობას. სასტუმრო "იბის თბილისი სტადიუმ" ეძებს ტალანტებს. იგი აცხადებს ვაკანსიას რეცეფციონისტის თანამდებობაზე. ანაზღაურება: 1000 ლარი სამუშაო გრაფიკი: ცვლებში, თვეში 15-16 სამუშაო დღე გთავაზობთ: ჯანმრთელობის დაზღვევას, კვებას და განვითარების შესაძლებლობას. ფუნქცია-მოვალეობები: ** სტუმრების მიღება-განთავსების უზრუნველყოფა; ** საპასპორტო მონაცემების რეგისტრაცია, სარეგისტრაციო ბარათის შევსება და სტუმრების ანგარიშსწორების უზრუნველყოფა; ** გასაღებების გაცემა უსაფრთხოების პოლიტიკის თანახმად; ** საჭიროებისამებრ, ოთახების განაწილება სტუმრების მოთხოვნების შესაბამისად ** უშუალო ხელმძღვანელისთვის, შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და მიწოდება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ტურიზმის განხრით (სასურველია); ** მსგავს პოზიციაზე სასტუმროში მუშაობის გამოცდილება (უპირატესია); ** სასტუმროს მუშაობის სპეციფიკაციის ცოდნა (უპირატესია); ** ინგლისური და რუსული ენების ფლობა; ** კომპიუტერული პროგრამები: MS Office, სასტუმროს პროგრამაში მუშაობის გამოცდილება - Opera პროფესიული უნარ-ჩვევები: ** კომუნიკაბელური ** მოწესრიგებული ** ორგანიზებული ** განვითარებაზე ორიენტირებული დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით ელ-ფოსტაზე [email protected] და გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. კანდიდატის შერჩევა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

კომპანია


იბისი თბილისი სტადიუმი

ანაზღაურება


1,000₾
დედლაინი
1 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო