გუგუტიანთკარში სამი ოჯახი სახელმწიფოსგან დახმარებას მიიღებს
სოფელ გუგუტიანთკარში უკანონოდ გავლებული მავთულხლართებით დაზარალებული სამი ოჯახი სახელმწიფოსგან დახმარებას მიიღებს. ქეთევან ციხელაშვილი გორში, გივი რაზმაძისა და ლავრენტი გუგუტიშვილის ოჯახებში იმყოფებოდა, რომელთა სახლებიც მავთულხლართებს მიღმა მოექცა. სახელმწიფო მინისტრის სტუმრობის მიზანი პრემიერისა და მთავრობის სახელით მათთვის მხარდაჭერის კიდევ ერთხელ გამოხატვა იყო. ლავრენტი გუგუტიშვილისა და გივი რაზმაძის ოჯახები სახელმწიფოსგან სამეურნეო მიწის ნაკვეთს მიღებენ. აგრეთვე, ერთჯერადი სოციალური დახმარების სახით მათ ფულადი თანხა გადაეცემათ. დაუკანონდებათ და საკუთრებაში გადაეცემათ მიწის ნაკვეთები და სახლები გორში, სადაც ისინი 2008 წლის აგვისტოს ომისა და გუგუტიანთკარში საკუთარი სახლების დაბომბვის შემდეგ ცხოვრობენ. ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ოჯახების წევრებს კი სახელმწიფო წამლებით უზრუნველყოფს. სახელმწიფო მხარდაჭერას გამოხატავს ამირან გუგუტიშვილის ოჯახის მიმართაც, რომლის სახლიც მავთულხლართების გავლების შემდეგ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოექცა, თუმცა მასზე წვდომა მაინც შეზღუდული აქვს. ამირან გუგუტიშვილის ოჯახი ერთჯერად სოციალურ დახმარებას მიიღებს. გუგუტიშვილებისა და რაზმაძეების ოჯახებში, სახელმწიფო მინისტრთან ერთად, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
გუგუტიანთკარში მავთულხლართებით დაზარალებული სამი ოჯახი სახელ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მორიგი შეხვედრა ერგნეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„მოამბე“ 21 საათზე, 18 აგვისტო, 2019 #LIVE
პირველი არხი - LIVE
გუგუტიანთკარში უკანონო ბორდერიზაციის პერიმეტრი გაიზარდა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გუგუტიანთკარში სპეციალურ ტექნიკასთან ერთად რუსული ვერტმფრენი...
Maestro Television
გუგუტიანთკარში ოკუპანტებმა საზღვრის გავლება განაახლეს
Maestro Television
გუგუტიანთკარში ბორდერიზაცია განახლდა
TV IMEDI
გუგუტიანთკარში ე.წ. სადემარკაციო სამუშაოები შეჩერებულია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster