ილია დარჩიაშვილი ევროკავშირის საბჭოს დელეგაციას შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის წევრ ელჩებთან შეხვედრა გამართა. საუბრისას ყურადღება დაეთმო ქვეყანასა და რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებას. ილია დარჩიაშვილმა სტუმრებს გააცნო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული რთული ვითარება როგორც უსაფრთხოების, ისე ჰუმანიტარული თვალსაზრისით. მინისტრმა ევროკავშირის ელჩებს კიდევ ერთხელ დაუდასტურა ხელისუფლების მტკიცე ნება კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის მხრივ. დიპლომატებმა ხაზი გაუსვეს ევროკავშირის განუხრელ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. აქცენტი გაკეთდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე. ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ელჩების შეხვედრები აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების მაღალი და უმაღლესი რანგის ოფიციალურ პირებთან. დელეგაცია საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებასაც გაეცნობა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ევროპის საბჭოს მინისტერიალი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევროკავშირის გაფართოების 20 წლის იუბილე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი ბრიუსელში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ილია დარჩიაშვილი ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველო კანდიდატის სტატუსის მოლოდინში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველო კითხვარის მეორე ნაწილს ევროკომისიას 10 მაისისთვის...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia