ბათუმში ტურისტული სეზონი მაშველებმა გახსნეს

15.06.2019 01:22

ბათუმში დღეს ტურისტული სეზონი მაშველებმა გახსნეს. სანაპიროზე წელს 250 მაშველი იმუშავებს, მათ შორის 20 გოგონა. გასული წლის ყველაზე წარმატებული მაშველები მანუჩარ წულუკიძე, იგორ აზნაურიშვილი და ანრი ნემსაძე საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის უფროსმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ დააჯილდოვეს. მაშველებმა დღეს გადარჩენის სხვადასხვა ტიპის სიმულაციებიც წარმოადგინეს. წელს დაინერგა ტექნოლოგიური სიახლეც. მაშველებთან ერთად, გადარჩენის ოპერაციაში „დრონიც“ ჩაერთვება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: