სტიქია გარდაბნის რაიონში


გარდაბნის რაიონში მცხოვრები 20 ოჯახი შემოსავლის წყაროს გარეშე დარჩა. ამ წუთებში სოფელ ლემშვენიერაში სტიქიით მიყენებულ ზარალს ითვლიან. ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ ადგილობრივებს სასოფლო-სამეურნეო მიწები მთლიანად გაუნადგურა, დაიხოცა მსხვილფეხა პირუტყვი, წყალმა სახლებშიც შეაღწია.

ჯერ უცნობია, მიიღებენ თუ არა კომპენსაციებს დაზარალებულები, რომლებიც თავს სწორედ საკუთარი მეურნეობით ირჩენენ. ადგილობრივი ხელისუფლება ჯერ ზარალის დამთვლელი კომისიის მუშაობის დასრულებას ელოდება.

ეკომიგრანტებით დასახლებულ სოფელში ამბობენ, რომ მსგავსი მასშტაბის სტიქია დასახლებისთვის პირველია.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან