#ღვინმოცია, ეპიზოდი 9

02/26/2020
Gio Potskhverashvili-ის მიერ

მოგესალმებით ყველას, #ღვინმოციის ამ ეპიზოდში Wizard's Lab.-ის სტუმარია ჩემი მეგობარი, დავით თარხნიშვილი, რომელიც არდადეგებზე იყო ჩამოსული ცოტახნის წინ, ის ვინტურის მაგისტრის პროგრამაზე სწავლობს ახლა უკვე საფრანგეთში. ჩვენ ერთად ვსწავლობდით გენმანიაში, გაიზენჰაიმის უნივერსიტეტში, საერთაშორისო ღვინის ბიზნესის კურსზე და გადავწყვიტეთ ამ ვიდეოში გვესაუბრა უცხოეთში ჩვენს მიერ მიღებულ გამოცდილებაზე, მის მნიშვნელობაზე და ერასმუს+ მიერ დაფინანსებულ ამ ორ პროგრამაზე.

ხშირად ინტერესდებიან ჩვენი მეგობრები, უცხო ადამიანები სხვადასხვა ფაკულტეტებიდან და უნივერსიტეტებიდან, ხშირად ვიღებთ კითხვებს ამ თემებთან დაკავშირებით და სწორედ ეს გახდა ჩვენი მოტივაცია მეტნაკლებად დეტალურად გვესაუბრა ამ პროგრამებზე. მეტწილად კი გიზიარებთ ჩვენს მოსაზრებას და #ღვინმოციას ღვინოსთან მჭიდროდ დაკავშირებულ ამ პროგრამებზე.

დარწმუნებული ვარ, ბევრი კითხვა დარჩა პასუხ გაუცემელი, ამიტომ გთხოვთ, კომფორტულად იგრძნოთ თავი დაგვისვათ კითხვები, როგორც კომენატარებში ისე პირად შეტყობინებებში.

გისურვებთ ბედნიერ დღეს და წარმატებულ სასწავლო გამოცდილებებს