14 წლის შემდეგ 2008 წლის სცენარი უკრაინაში მეორდება.
რუსეთის პრეზიდენტის მიერ დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. დამოკიდებლობის აღიარების შემდეგ საერთაშორისო საზოგადოება უკრაინის მხარდასაჭერად ერთიანდება. ახლა მთავარი ამოცანა რუსეთის მხრიდან უკრაინაზე სამხედრო თავდასხმის თავიდან აცილებაა, რისი საფრთხეც გუშინ ღამით მიღებულმა გადაწყვეტილებამ კიდევ უფრო გაზარდა. მსოფლიო ლიდერები პუტინის მიერ გადადგმული ნაბიჯის საპასუხოდ სანქციებს აწესებენ. გერმანია „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ს ლიცენზიას უჩერებს, დიდი ბრიტანეთის სასანქციო პაკეტში ხვდება ხუთი რუსული ბანკი და სამი ბიზნესმენი. ლუგანსკის და დონეცკის მიმართ დაწესებული ფინანსური შეზღუდვების შემდეგ ახალ სანქციებს ამზადებს ვაშინგტონი. მუქარა არ აყოვნებს მოსკოვიდანაც. უკრაინის პრეზიდენტი ნორმანდიული ოთხეულის ფორმატის სასწრაფოდ შეკრებას მოითხოვს. ქვეყნის პირველი პირი პარტნიორებისგან გადამწყვეტ რეაგირებას ელოდება და პარალელებს საქართველოში 2008 წელს განვითარებულ მოვლენებთან ავლებს. „არა ქაოტური მოქმედებები, არამედ დიპლომატიის გზა, არავის გვეშინია, არავის არაფერი გვმართებს, არავის არაფერს მისცემთ“ - ასეთია ვოლოდიმერ ზელენსკის გზავნილი.
„მოამბე“ კიევშია, - ლევან ახალაია გაგვაცნობს, რა ვითარებაა უკრაინის აღმოსავლეთში, სადაც ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დღესაც რამდენჯერმე დაირღვა.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.