ახალი შეზღუდვები დღეიდან ძალაში შევიდა

11/09/2020
Trialeti TV-ის მიერ

ინფიცირებულთა რაოდენობის სწრაფი ზრდის გამო, დღეიდან, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ახალი შეზღუდვები ამოქმედდა. საქართველოს დიდ ქალაქებში, მათ შორის გორშიც, მუნიციპალური და კერძო საბავშვო ბაღები დროებით დაიხურა. სააღმზრდელო პროცესის განახლება კი ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზეა დამოკიდდებული. გორის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სახმსახურის ხელმძღვაელის, რამაზ შიოშვილის განცხადბეით, შეზღუდვა გორის მუნციპალიტეტის სოფლებში არსებულ ბაგა-ბაღებსაც შეეხო და იმ პერიოდში, ვიდრე საამღზრდელო დაწესებუებებში სასწავლო პროცესი აღდგება, აღსაზრდელებს საკვები პროდუქტები დაურიგდებათ. შიოშივილის თქმით, ამ დროისათვის სამსახურში აღნშული საკითხის დეტალებზე მუშაობა მიმდინარეობს.

საქართველოს დიდ ქალაქებში - თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე იზღუდება გადაადგილება, როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებებით.
ეს შეზღუდვა არ ვრცელდება საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვებზე; ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებით, იმ პირებსა და ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, რომელთა გადაადგილება აუცილებელია სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად. ო
პოზიციურ პარტიებში ამბობენ,რომ ხელისუფლება ვირუსის გარცლების საპრევენციო ახალი რეგულაციებს, საზოგადოებრის მხრიდან პროტესტის გამოხატვის ხელის შეშლისათვის გამოიყენებს.
ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ კოვიდ 19-ის გავრცელების შემაკავებელმა შეზღუდვებმა პანდემიის პირველი ტალღის პერიოდში გაამართლა და ინფიცირებულთა რაოდენობაც შემცირდა. მათი მოსაზრებით, ამ მაგალითზე, ახალი რეგულაციები ახლაც ეფექტურად იმუშძავებს.

საკოორდინაციო საბჭოს ოპერაციული შტაბის ინფორმაციით, წერტილოვანი შეზღუდვების მოქმედების ვადა დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ ვითარებასა და იმაზე, თუ როგორ იქნება დაცული დადგენილი წესები და ეპიდემიოლოგების რეკომენდაციები.

ვიდეოები „Trialeti TV"-ისგან