განათლების მინისტრად მიხეილ ჩხენკელი დაინიშნა


განათლების ყოფილი მინისტრი ისევ განათლების მინისტრი გახდა.

წელიწადნახევრიანი პაუზის შემდეგ მიხეილ ჩხენკელი ისევ მინისტრთა კაბინეტში დაბრუნდა. მან პოსტი წინა პრემიერის დროს დატოვა და მას შემდეგ ის მთავრობის მეთაურის მრჩევლის პოზიციას იკავებდა. რა გახდა თავის დროზე მისი პოსტიდან წასვლის და ახლა უკან დაბრუნების მიზეზი, - მთავრობაში დღეს განმარტებები არ გაკეთებულა. მედიასთან არც თავად ჩხენკელი გამოჩენილა. შესაბამისად უცნობია, როგორ გაგრძელდება ახალი მინისტრის პირობებში წინამორბედის მიერ დაწყებული განათლების ხუთდონიანი მასშტაბური რეფორმა. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან