რუსეთში "ლურჯი ვეშაპის" 17 წლის ადმინისტრატორი დააკავეს

30.08.2017 00:55

რუსეთში "ლურჯი ვეშაპის" კიდევ ერთი ადმინისტრატორი დააკავეს. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 17 წლის გოგონა, რომელიც "ლურჯი ვეშაპის" ერთ–ერთ ჯგუფს მართავდა, კამჩატკის რეგიონში დააკავეს. გოგონა, სოციალურ ქსელში შექმნილ ჯგუფში წინასწარ შერჩეულ ადამიანებს აწევრიანებდა, მათ სახიფათო დავალებებს აძლევდა და დავალებების შესრულების პროცესის გადაღებას სთხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მოზარდებს ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. დაკავებულის სახლიდან პოლიციამ ლაპტოპები, მობილური ტელეფონები, ჯგუფის წევრების სიები და ბლოკნოტები ამოიღო, რომელშიც ადმინისტრატორს ჯგუფის თითოეული წევრის შესახებ ეწერა ინფორმაცია, მათ შორის, ვინ რითი ერთობოდა, ვისთან მეგობრობდნენ, როგორი ოჯახები ჰყავდათ და რა პრობლემები ჰქონდათ. ეჭვმიტანილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ–გვერდს : http://inforustavi.ge/ შემოგვიერთდით Facebook გვერდზე:   / inforustavi   გამოგვყევით Twitter-ზე:   / inforustavi   გამოიწერეთ ჩვენი Instagram-ი:   / info.rustavi   For more information visit us on : http://inforustavi.ge/ Facebook :   / inforustavi   Twitter:   / inforustavi   Instagram:   / info.rustavi

გაზიარება: