ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმე
თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული მიხეილ კალანდიას საქმის განხილვა ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვით გაგრძელდა. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ პროკურორმა განაცხადა, სხდომაზე დაიკითხა ექიმი, რომელმაც საავადმყოფოში დავით სარალიძეს სამედიცინო დახმარება გაუწია. ასევე დაიკითხნენ ხორავას ქუჩის ის მცხოვრებლები, რომლებსაც შემხებლობა ქონდათ მიხეილ კალანდიასთან. ასევე ერთ-ერთი მოწმე, რომელიც უშუალოდ შეესწრო ხორავას ქუჩაზე მომხდარ სისხლიან დაპირისპირებას. დაცვის მხარის ადვოკატის განცხადებით, პროცესზე დაკითხულ მოწმეებს არ უთქვამთ, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა სარალიძეს დანა დაარტყა. მიხეილ კალანდია თბილისში, ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცველებმა 4 ივნისს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმე
TV IMEDI
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმე - მორიგი სხდომა სააპელაციოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე მოწმეებს მოუსმენენ
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე სხდომა განახლდება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster