რაჭის და ერუშეთის დაცული ტერიტორიების დაარსება


სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ პროექტის, „რაჭის და ერუშეთის დაცული ტერიტორიების დაარსება“ პრეზენტაცია გაიმართა.

პროექტს, გარმოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო და დაცული ტერიტორიების სააგენტო, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდთან ერთად ახორციელებენ.

ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი, მოპოვებული გრანტის ფარგლებში 2018 წლამდე ტერიტორიაზე საბაზისო კვლევებს ჩაატარებს. რაჭის და ერუშეთის დაცული ტერიტორიების შექმნის მიზანი უნიკალური ბიომრავალფეროვნებისა და ეკოსისტემების დაცვა და შენარჩუნებაა. ცენტრალურ კავკასიონზე დაცული ტერიტორიების ჩამოყალიბება გარემოსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში, საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას შეუწყობს ხელს.

დამსწრეებს სიტყვით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა, გიგლა აგულაშვილმა, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ, ლაშა მოისწრაფიშვილმა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიმართეს.

პროექტი გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს (BMZ) ფინანსური დახმარებით ხორციელდება.

Facebook:   / protectedareas.ge  
Instagram:   / protectedareas  
Twitter:   / protectedareas_

ვიდეოები „დაცული ტერიტორიების სააგენტო"-ისგან