ცესკო-ს თავმჯდომარის კანდიდატურა
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრობის მსურველებთან გასაუბრება მიმდინარეობს. ამ წუთებში საკონკურსო კომისიის წევრები ერთ-ერთ კანდიდატს, ისტორიკოს მაია გურამიშვილს ხვდებიან, მანმადე კი გასაუბრება გაიმართა პროფესიით ექიმ ვილი პაჭკორიასთან. ცესკო-ს თავმჯდომარის პოსტზე რვა განაცხადია შესული, წევრობის სურვილი კი 16 პირს აქვს. საკონკურსო კომისიას გასაუბრებისთვის ორი დღე აქვს, შემდეგ მან პრეზიდენტს თითო ვაკანტურ პოსტზე მინიმუმ ორი და მაქსიმუმ სამი კანდიდატი უნდა შესთავაზოს. თუმცა შესაძლებელია, კომისიამ რეკომენდაცია არცერთ კანდიდატს მისცეს და კონკურსი ხელახლა გამოცხადდეს. შეთავაზებულ კანდიდატებზე უარის თქმის უფლება აქვს პრეზიდენტსაც. იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი კომისიის რეკომენდაციას დაეთანხმება, თითო ვაკანტურ პოსტზე ორ კანდიდატს პარლამენტს წარუდგენს. საკანონმდებლო ორგანომ ცესკო-ს თავმჯდომარის ან წევრის ხუთი წლით დასამტკიცებლად, მას მხარდაჭერა ხმების 2/3-ით, ანუ მინიმუმ 100 ხმით უნდა გამოუცხადოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, უფლებამოსილების ვადა ექვსი თვით განისაზღვრება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ცესკო-ს თავმჯდომარის კანდიდატურა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ცესკო-ს თავმჯდომარის კანდიდატურა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ცესკო-ს თავმჯდომარის კანდიდატურა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
განაცხადი ცესკო-ს თავმჯდომარის კანდიდატურაზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პოლიტიკური შეფასებები ცესკო-ს თავმჯდომარის კანდიდატურასთან დ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პრეზიდენტმა მედიის შეკითხვებს უპასუხა
Saakashvili Mikheil - Саакашвили Mихаил
პარტიულ სიებში გენდერული კვოტირება უქმდება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ცესკო-ს თავმჯდომარის პოსტზე განაცხადების მიღება დაიწყო
პირველი არხი Georgian Public Broadcaster