ეროვნული სიმფონიური ორკესტრის კონცერტი ჰამბურგში
საქართველოს, როგორც ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყნის მუსიკალური პროგრამა დაიწყო საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის კონცერტი ჰამბურგში 2 აპრილს, გერმანიაში, ჰამბურგის ახლადგახსნილ საკონცერტო დარბაზში - ElbPhilharmonie, ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიურმა ორკესტრმა ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით, საერთაშორისო ფესტივალი „კავკასია“ დახურა. აღნიშნული ღონისძიებით გაიხსნა 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ფარგლებში დაგეგმილი მუსიკალური პროგრამა, რომელიც მთელი წლის განმავლობაში გერმანიის სხვადასხვა ქალაქში იქნება წარმოდგენილი. ფესტივალის ორგანიზატორების მიწვევით, კონცერტი გამართა ეროვნულმა სიმფონიურმა ორკესტრმა, რომლის სოლისტიც გერმანიაში მოღვაწე ქართველი პიანისტი დუდანა მაზმანიშვილი იყო. მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საკონცერტო დარბაზში ქართული სიმფონიური ორკესტრი სრული შემადგენლობით პირველად წარდგა ევროპელი მსმენელის წინაშე. შესრულდა ლეგენდარული ქართველი კომპოზიტორის გია ყანჩელის სიმფონია N5 და Warzone, სერგეი რახმანინოვის საფორტეპიანო კონცერტი N2; ასევე გაიმართა ნიკოლოზ რაჭველის სიმფონიური თხზულების Silver Sun პრემიერა. აღსანიშნავია, რომ 2 აპრილის კონცერტის ბილეთები ორ დღეში გაიყიდა. ღონისძიება საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა. პროექტის მხარდამჭერია გერმანიაში საქართველოს საელჩო. http://mcs.gov.ge/
მსგავსი ვიდეოები
ეროვნული სიმფონიური ორკესტრის კონცერტი გიდონ კრემერთან ერთად
culturegovge culturegovge
საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის კონცერტი ვახტანგ მ...
Music Box
რუსთავქალაქობა 2018
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უკრაინის მხარდასაჭერად ეროვნული სიმფონიური ორკესტრის აქცია-კ...
Euronews Georgia
#მოამბე 21 საათზე, 7 აპრილი, 2022 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კონსერვატორიის სტუდენტური სიმფონიური ორკესტრის კონცერტი
culturegovge culturegovge
ქართველი მუსიკოსების მონაწილეობით ფრანკფურტში კონცერტი გაიმა...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქველმოქმედო ფონდ „იავნანას“ კონცერტი 26 წლის ვატო მაღრაძის...
Music Box