საქართველოს, როგორც ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყნის მუსიკალური პროგრამა დაიწყო
საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის კონცერტი ჰამბურგში
2 აპრილს, გერმანიაში, ჰამბურგის ახლადგახსნილ საკონცერტო დარბაზში - ElbPhilharmonie, ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიურმა ორკესტრმა ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით, საერთაშორისო ფესტივალი „კავკასია“ დახურა. აღნიშნული ღონისძიებით გაიხსნა 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ფარგლებში დაგეგმილი მუსიკალური პროგრამა, რომელიც მთელი წლის განმავლობაში გერმანიის სხვადასხვა ქალაქში იქნება წარმოდგენილი.
ფესტივალის ორგანიზატორების მიწვევით, კონცერტი გამართა ეროვნულმა სიმფონიურმა ორკესტრმა, რომლის სოლისტიც გერმანიაში მოღვაწე ქართველი პიანისტი დუდანა მაზმანიშვილი იყო. მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საკონცერტო დარბაზში ქართული სიმფონიური ორკესტრი სრული შემადგენლობით პირველად წარდგა ევროპელი მსმენელის წინაშე. შესრულდა ლეგენდარული ქართველი კომპოზიტორის გია ყანჩელის სიმფონია N5 და Warzone, სერგეი რახმანინოვის საფორტეპიანო კონცერტი N2; ასევე გაიმართა ნიკოლოზ რაჭველის სიმფონიური თხზულების Silver Sun პრემიერა.
აღსანიშნავია, რომ 2 აპრილის კონცერტის ბილეთები ორ დღეში გაიყიდა.
ღონისძიება საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა. პროექტის მხარდამჭერია გერმანიაში საქართველოს საელჩო.
http://mcs.gov.ge/