დაჭრილ-დაშავებულ მებრძოლთა დღე

01.07.2024 01:45

თავდაცვის უწყებამ დაჭრილ-დაშავებულ მებრძოლთა დღე აღნიშნა. სპორტული და კულტურული ღონისძიებების კვირეულის გახსნის ოფიციალური ღონისძიება მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეების სარეაბილიტაციო ცენტრში გაიმართა. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანი ღონისძიებები გატარდა დაჭრილ-დაშავებულ მებრძოლთა რეაბილიტაციისა და რეინტეგრაციის მიმართულებით. სარეაბილიტაციო ცენტრის ტერიტორიაზე სამხედრო მოსამსახურეების ნამუშევრების გამოფენაც მოეწყო. თავდაცვის სამინისტრო დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების დღეს 2021 წლიდან აღნიშნავს.   ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: