ჩახშობილი „პრაღის გაზაფხული“

29.07.2018 24:59

დღეს რადიო თავისუფლების სატელევიზიო გადაცემა "პერსპექტივაში" ამ და სხვა თემებზე გვექნება საუბარი: რა მოჰყვა ჩეხოსლოვაკიაში მცდელობას, შექმნილიყო სოციალიზმი ადამიანური სახით? ინტერვიუ "პრაღის გაზაფხულის" თვითმხილველ ივანა დოლეჟალოვასთან. "ნიკოს რუბრიკა": რა ადგილები უნდა ნახო პრაღაში, მთავარი ღირსშესანიშნაობების გარდა. „შინ - უცხოეთში“: რატომ მიდის ათენელი ხელოვანის, გურამ ჩაჩანიძისთვის ყველა გზა აკროპოლისისკენ? "კალეიდოსკოპი": სანტების კონგრესი შუა ზაფხულში. რადიო თავისუფლების სატელევიზიო გადაცემა "პერსპექტივაში" გესაუბრებით საქართველოს დასავლურ პერსპექტივაზე - იმაზე, თუ რა გვიშლის და რა გვიწყობს ხელს დემოკრატიის გზაზე. გადაცემაში წარმოგიდგენთ ადამიანებს, რომლებიც სამშობლოდან შორს, მაგრამ მაინც სამშობლოთი ცხოვრობენ. „პერსპექტივა“ კვირაობით, 22:30 საათზე გადის ტელეკომპანია "პირველის" ეთერით და ჩვენს YouTube-ის არხზე.

გაზიარება: