00:18 \"სტივენ ჰოკინგი, ღმერთი და მეცნიერების როლი.\"
11:51 \"დოკინზის დელუზია\"
30:49 \"ღმერთი, როგორც გამონაგონი?\"
.......................
დავით თინიკაშვილის თარგმანი;
მისივე შენიშვნები:
* თუნდაც მეცნიერებამ შეძლოს რელიგიის ფენომენის ახსნა, ეს არანაირად არ დააზიანებს რელიგიას. მაგ., ისეთი ცნობილი ათეისტი, როგორიც მაიკლ რუზია, აღნიშნავს, რომ რელიგიის მეცნიერული ახსნა არ ნიშნავს მისი (რელიგიის) სიყალბის დამტკიცებას.
* სტივენ ჰოკინგის გამაოგნებელი უვიცობა რელიგიის სფეროში გამოვლინდა მის თუნდაც იმ სიტყვებში, რომლის მიხედვითაც ღმერთი თითქოს დროით კატეგორიას უნდა ემორჩილებოდეს. დოკუმენტურ ფილმის Stephen Hawking’s Grand Design: Did God Create the Universe? დასასრულს ის ამბობს: “როცა ხალხი მეკითხება, სამყარო ღმერთმა შექმნა თუ არა, ვპასუხობ, რომ ამას ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. დიდ აფეთქებამდე დრო არ არსებობდა. სწორედ ამიტომ უფალს მის [სამყაროს] შესაქმნელად დრო არ ჰქონდა“ .
* რელიგიური რწმენის, როგორც „ბრმა მინდობის“ შესახებ მაკგრეთი თავის წიგნში Dawkins’ God წერს: „კლასიკური ქრისტიანული ტრადი- ცია ყოველთვის აფასებდა რაციონალობას და არასოდეს განუცხადებია, რომ რწმენა გონების სრულ უარყოფას გულისხმობს... თუნდაც ზედაპირული გადაკითხვა ისეთი გავლენიანი ქრისტიანი ფილოსოფო- სების ნაშრომებისა, როგორებიც არიან რიჩარდ სუინბერნი (ოქსფორ- დის უნივერსიტეტი), ნიკოლას უოლტერსტოფი (იელის უნივერსიტეტი) და ალვინ პლანტინგა (ნოტრ დამის უნივერსიტეტი), საკმარისი იქნე- ბა იმის გაცნობიერებისთვის, თუ როგორი მნიშვნელოვანია მათთვის ღმერთის შესახებ „დასაბუთებული“ და „თანმიმდევრული“ მსჯელობა.
* ალისტერ მაკგრეთს ოქსფორდის უნივერსიტეტში სამი სადოქტორო ხარისხი აქვს მიღებული, მათ შორის მოლეკულურ ბიოფიზიკაში. თეოლოგიის შესწავლამდე, ის სწორედ ამ სფეროში მოღვაწეობდა.
* მაიკლ რუზმა ეს სიტყვები ალისტერ მაკგრეთის შემდეგი წიგნის შესაფასებლად დაწერა: The Dawkins Delusion: Atheist fundamentalism and the denial of the divine. InterVarsity Press 2007. ეს სიტყვები წიგნის წინა ყდაზეა მოცემული და მისი სრული სახე ასეთია: „წიგნი ‘ღმერთი, როგორც დელუზია’ არცხვენს ჩემს ათეისტურ მრწამსს. თუ რატომ, მაკგრეთი კარგად აჩვენებს ამას“
* ფოიერბახი წერს: „რელიგია, ყოველ შემთხვევაში, ქრისტიანული მაინც, არის ადამიანის მიმართება თავის თავთან, ანუ უფრო სწორედ: თავის არსებასთან, მაგრამ მიმართება თავის თავთან, როგორც [თავის] სხვა არსებასთან. ღვთაებრივი არსება სხვა არაფერია, თუ არა ადამიანური არსება...“
* ფოიერბახის პროექციის თეორიაზე იგივეს წერს ცნობილი კათოლიკე თეოლოგი, ჰანს კიუნგიც: „რა თქმა უნდა, საგანი და მოვლენა მარტო ჩემი სურვილით არ არსებობს. მაგრამ პირიქითაც: საგანი და მოვლენა იმიტომ კი არ არსებობს, რომ მე მსურს. სწორედ ეს იყო ფოიერბახის და მისი უამრავი მიმდევრის მცდარი დასკვნა პროექციის არგუმენტებთან დაკავშირებით... რატომაა ილუზია ის, რასაც ათასობით წლის განმავლობაში სცემდნენ თაყვანს ადამიანები ათასობით ტაძარში, სინაგოგაში, ეკლესიასა და მეჩეთში?“
* თეოლოგი ჰანს კიუნგიც ანალოგიურ აზრს გამოთქვამს თავის წიგნში „ფროიდი და რელიგიის მომავალი“, როდესაც წერს, რომ „ღვთის არსე- ბობის ადამიანურ სურვილს სავსებით შესაძლებელია რეალური ღმერთი შეესატყვისებოდეს (...) ღვთისა და მარადიული ცხოვრების ღრმა ადამიანური სურვილიდან ნამდვილად არ გამომდინარეობს ღვთის არსებობისა და მარადიული ბედნიერი ცხოვრების შესახებ უდავო მტკიცებულება, როგორც ამას ზოგიერთი თეოლოგი მცდარად ფიქრობს. მაგრამ მისგან ასევე არ გამომდინარეობს მისი არარსებობა და არარეალურობა, როგორც ამას მცდარად ფიქრობენ ათეისტები“.
* პარაპრაქსია (ბერძნ. „სხვა ქცევა“) – კლასიკურ ფსიქოანალიზში ამგვარად იწოდება მცირე შეცდომა ან ხარვეზი მეტყველებაში, მეხსიერებაში ან ქცევაში, რომლებსაც ჩახშობილი სურვილები იწვევს.
* როგორც ცნობილი თეოლოგი, ჰანს კიუნგი უთითებს, დარვინის იდეაზე დაფუძნებული ევოლუციური მოდელი, რომელსაც ფროიდიც იყენებდა, პირველყოფილი ტომების ცხოვრებას პრიმიტულად განიხილავდა. „ამიტომ ნებისმიერი კულტი, რომელიც ანიმიზმის ან ტოტემიზმის საფეხურზე იმყოფებოდა, სხვა არაფერი ეწოდება თუ არა მაგია (ცაუბერი): გარკვეული მოქმედებებისა და განსაკუთრებით სიტყვების გამოყენებით, რომლებიც ავტომატურად მეორდებოდა, შესაძლებლად მიიჩნეოდა ბუნების ძალებზე მაიძულებელი ზემოქმედება. მაგრამ ხალხმა გააცნობიერა რა მაგიის უძლურება – უპირველეს ყოვლისა, სიკვდილის წინაშე, – შედეგად განავითარეს რწმენა სულებისა და ღვთაებებისადმი, რამაც უკვე რელიგიის სახე მიიღო და ამჯერად სწორედ რელიგია ჩაითვალა ბუნების ძალების დამორჩილების ინსტრუმენტად. მოგვიანებით კი, ხანგრძლივი პერიოდისა და მრავალ დაბრკოლებათა გადალახვის შემდეგ წარმოიქმნა რაციონალური, მეცნიერული აზროვნება, მეცნიერება. მსოფლიო ისტორიის ეს კარგად ცნობილი სამფაზიანი სქემა ჰეგელისა და ოგიუსტ კონტისა რელიგიის ისტორიის სფეროშიც გადაიტანეს... ფროიდმა რელიგიის ისტორიის ადრეული მკვლევრებისგან ზუსტად ამგვარი ეთნოლოგიური ახსნა და განვითარების სქემა გადმოიღო...“
„ფროიდმა ყველაზე მცირერიცხოვანი მიმდევრები სწორედ ეთნოლოგიურ-რელიგიათმცოდნეობითი კვლევების მიმართულებით შეიძინა [...] ცხადია, დღეს ვერცერთი სერიოზული მკვლევარი ვერ უარყოფს ევოლუციის როლს რელიგიის ისტორიაში: რა თქმა უნდა, რელიგიები ვითარდებოდნენ! ამ კუთხით, ფროიდი და ეთნოლოგები უფრო მართლები არიან, ვიდრე სტატიკურად მოაზროვნე თეოლოგები...