საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისათვის 2 პირი დააკავეს

01.05.2014 01:09

ინციდენტი თელავში. გუშინ, საღამოს, ერეკლე 11-ის გამზირზე საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის და პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის ორი ახალგაზრდა დააკავეს. სამართალდამცავების ინფორმაციით, გურამ ზაქარიაძე - ჩუბინიძე და ბექა სეფაშვილი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ და ქუჩაში იგინებოდენენ. წვრილმანი ხულიგნობისთვის დაკავებულთა სასამართლო პროცესი დღეს გაიმართა. მოსამართლე გოგიტა თოსაშვილმა ორივე მათგანი სამართალდარმღვევად სცნო და 100-100 ლარიანი ადმინისტრაციული ჯარიმა დააკისრა. ვებ-გვერდზე გადასვლა: http://bit.ly/Sd0IuG

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო