აკაკი ზოიძის ინიციატივა
აკაკი ზოიძის წინადადებაზე, რომელიც 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ, რეფერენდუმის ან პლებისციტის ჩატარებას ითვალისწინებს, მმართველი გუნდი, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში დაგეგმილ უმრავლესობის სხდომაზე იმსჯელებს. შესაბამისად, ამის შემდეგ გახდება ცნობილი, როგორი იქნება „ქართული ოცნების“ პასუხი თანაგუნდელის ინიციატივაზე. საპარლამენტო უმრავლესობის წევრების განცხადებით, ამ საკითხებთან დაკავშირებით, საზოგადოებასთან კომუნიკაცია მისასალმებელია, თუმცა თემა ერთგვარ სამართლებრივ გამოწვევას წარმოადგენს, რასაც მსჯელობა სჭირდება. ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ რეფერენდუმი ან პლებისციტი გამოსავალი ვერ იქნება, ვინაიდან საბოლოოდ პროცესი მაინც საკანონმდებლო ორგანოში უნდა დაბრუნდეს, რისთვისაც კვლავ საკონტიტუციო უმრავლესობის მხარდაჭერა იქნება საჭირო. ამიტომ ოპოზიცია ამბობს, რომ ერთადერთი გამოსავალი მათ მიერ შეთავაზებული ე.წ. გერმანული მოდელია. აკაკი ზოიძემ საკუთარ ინიციატივაზე გუშინ ისაუბრა. დეპუტატი „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს მიმართავს და მოუწოდებს, მიიღონ ზომები რეფერენდუმის ან პლებისციტის ჩასატარებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში, არა მხოლოდ უმრავლესობის, არამედ საპარლამენტო მანდატის დატოვებასაც არ გამორიცხავს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
აკაკი ზოიძის ინიციატივა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აკაკი ზოიძის ინიციატივას „კონსტიტუციონალისტები“ აფასებენ
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მდინარაძე: აკაკი ზოიძის ინიციატივაზე უმრავლესობის სხდომაზე ვ...
Tbilisi Info
როგორ ჩატარდება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გასახვევ თამბაქოზე, შესაძლოა, აქციზის ფასი გაიზარდოს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აკაკი ზოიძის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აკაკი ზოიძის გადაწყვეტილება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აკაკი ზოიძის ჩართვა "ბიზნესკოდში"
OPPnews Online