ოკაცეს კანიონზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

20.03.2019 01:24

ოკაცეს კანიონზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. ვიზიტორებს კანიონის დათვალიერება დღეიდან შეუძლიათ. განახლებული ინფრასტრუქტურა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. მსოფლიო ტრენდის შესაბამისად, კანიონზე შეიცვალა კიდული ბილიკისა და გადასახედი პლატფორმის საფარი. დაიგო ლითონის გამჭვირვალე იატაკი, რომელიც ბილიკს მეტად ექსტრემალურს გახდის. ასევე, შეიცვალა დამცავი ბაგირები. რეაბილიტაცია ჩაუტარდა ვიზიტორთა ცენტრიდან, გამშვებ პუნქტამდე მისასვლელ ბილიკზე არსებულ 13 ხიდს - ხის კონსტრუქცია შეიცვალა მეტალის კონსტრუქციით. სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 120 328 ლარი დაიხარჯა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: