პუტინის განცხადება


ვლადიმერ პუტინმა ყირიმის ხიდის აფეთქებას ტერორისტული აქტი უწოდა. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელთან შეხვედრისას რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ უკრაინის სადაზვერვო ძალები მიზნად ისახავდნენ რუსეთის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნაწილის განადგურებას. თავად საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელმა კი აღნიშნა, რომ „ყირიმის ხიდის აფეთქებამდე, სატვირთო ავტომობილმა საქართველოს, სომხეთის, ჩრდილოეთ ოსეთისა და კრასნოდარის ტერიტორია გაიარა“.

მისივე თქმით, გამომძიებლებისთვის ცნობილია გადამზიდავები და ტერაქტის მომზადებაში ჩართული პირები. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში აცხადებენ, რომ აფეთქებაში მონაწილეობდნენ როგორც უკრაინის სპეცსამსახურები, ასევე რუსეთის მოქალაქეები და უცხო ქვეყნები.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1...
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან