მსოფლიო ჩემპიონატი ბაკურიანში

04.03.2023 01:28

მეჩვიდმეტე დღეა, ბაკურიანი მსოფლიო ყურადღების ცენტრშია, სადაც წლის მთავარი სპორტული მოვლენა, მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში. ჩემპიონატი პირდაპირ ეთერში 175 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა. საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის გადაწყვეტილებით, დარჩენილი ორი დისციპლინის ფინალები დღეს გაიმართება. დღესვე საქართველო დროშას გადასცემს მომავალი მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელ ქვეყანას - შვეიცარიას. საქართველომ წარმატებით უმასპინძლა 42 ქვეყნის 700-მდე სპორტსმენს. ჩატარდა 30 ფინალი 7 სახეობაში. ხვალ კი ჩემპიონატის სოფელში, 25-იანების ტერიტორიაზე დახურვის ღონისძიება გაიმართება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: