შსს-ს კამპანია ბათუმის 13-ე სკოლის მოსწავლეებს გააცნეს


შინაგან საქმეთა მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის ინიციატივით დაწყებული, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კამპანია გრძელდება. კამპანიის ფარგლებში, შს სამინისტროს და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთობლივი სამუშაო ჯგუფის წევრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლების მოსწავლეებს და უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს ხვდებიან. საინფორმაციო შეხვედრა ამჯერად ბათუმის 13-ე საჯარო სკოლაში გაიმართა. მოსწავლეებს სამუშაო ჯგუფის წევრები: შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე გიგლა მოსიძე, შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს ბათუმის საქალაქო სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ნანა ხალითბა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციის მოადგილე ეკატერინე კენჭაძე, ამავე სამინისტროს მულტიდისციპლინური გუნდის წევრი ინგა ზარანდია, მანდატურის სამსახურთან არსებული ფსიქოლოგიური ცენტრის წარმომადგენლები თეონა შანთაძე და მარიამ სტეფნაძე, \"ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელი\" -ს იურისტი ნანა ბერიძე ესაუბრნენ.
სიახლის სრულად სანახავად გადადით შემდეგ ლინკზე:
http://goo.gl/3oCtRt

ვიდეოები „შინაგან საქმეთა სამინისტრო"-ისგან