„როგორ დავისახოთ წლის მიზნები“ – ციკლიდან Finოსოფიური დღიურები
„როგორ დავისახოთ წლის მიზნები“ – ციკლიდან Finოსოფიური დღიურები ახალი წლის მოლოდინი იმედებითა და ოცნებებით გვავსებს და შესაბამისი მიზნების დასახვისკენ გვიბიძგებს. და რა გვჭირდება მიზნების მისაღწევად? რამდენად სწორად ვირჩევთ ცხოვრებისეულ პრიორიტეტებს და ვუსადაგებთ თუ არა მათ ჩვენს მიზნებს? რა როლი აქვს ფინანსურ რესურსებს ამ გზაზე? წინასაახალწლო პერიოდი ძალიან კარგი დროა იმისათვის, რომ ცოტა შევისვენოთ, ფართო ხედით შევხედოთ ჩვენს ცხოვრებას, დავფიქრდეთ მომავალზე და ისე დავისახოთ მიზნები, რომ ცხოვრებისეული ბალანსიც არ დაგვერღვეს. სწორედ ამ მნიშვნელოვან და საინტერესო თემაზე ისაუბრებს მოწვეული სტუმარი ფინედუს მორიგ ჩართვაში. ამჯერად, „Finოსოფიური დღიურები“-ს სპიკერი - ქოუჩი, მენტორი, ბიზნეს-ტრენერი - რუსუდან კვაჭანტირაძე იქნება. სპიკერი ფინედუს მსმენელებს გაგვიზიარებს პრაქტიკულ რჩევებს, რომლებიც წლიური მიზნების დასახვაში დაგვეხმარება. მიზნების დასახვა კი მნიშვნელოვანი წინაპირობაა იმისათვის, რომ ჩვენი ოცნებები რეალობად ვაქციოთ. 00:00 - დასაწყისი, წარდგენა; 01:30 - როგორ დავისახოთ წლის მიზნები?; 04:10 - წელს ყველაფერი სხვანაირად იქნება; 04:40 - ოცნება, რეალობა და მიზანი; 08:28 - ოცნებას დავარქვათ სახელი, რატომ არის ჩემთვის მნიშვნელოვანი განვითარება, როგორ შეიცვლება ჩემი ცხოვრება; 12:11 - პრიორიტეტები; 14:15 - ბალანსის ბორბალი; 23:10 - მოვიცილოთ ზედმეტი ბარგი; 28:30 - პანდემიის როლი ჩვენი მიზნების ბალანსში; 30:20 - რა როლი აქვს თარიღებს და დღეებს მიზნების დაგეგმვასთან მიმართებაში?; 32:20 - დასასრული. რუბრიკა „Finოსოფიური დღიურები“ FinEdu-ს ფეისბუქ საუბრების სერიაა, სადაც პერიოდულად, სხვადასხვა მოწვეული სტუმარი პირდაპირი (LIVE) ჩართვების საშუალებით სხვადასხვა ფინანსურ საკითხზე არასტანდარტული, ორიგინალური და საინტერესო კუთხით საუბრობს. Live-ის მოსმენა ნებისმიერ მსურველს წინასწარი რეგისტრაციის გარეშე შეუძლია. გარდა ამისა, მსმენელს შესაძლებლობა ექნება თემასთან დაკავშირებული კითხვა კომენტარის სახით მოგვწეროს, სპიკერი კი პასუხს LIVE-ის დროს გააჟღერებს. #ჩემიფინანსურიმეგზური #ფინედუ #ფინანსურიგანათლება
Finedu-ის სხვა ვიდეოები
01:24
ამონარიდები ბლოგპოსტებიდან
09:25
როგორ მივიღოთ უკეთესი ფინანსური გადაწყვეტილებები ა...
38:08
"რა ვიცით ინფლაციაზე" – ციკლიდან #Finოსოფიური დღიუ...
55:23
ვებინარი: ფინანსური განათლება და პირადი ფინანსების...
00:50
აგრომეწარმეების ფინანსური განათლება
03:07
გონივრული დაზოგვა - გზა ფინანსური კეთილდღეობისაკენ
02:22
როგორ შევიძინო ბინა იპოთეკური სესხით?
00:45
კონკურსი "ფული და ფულის სამყარო\
მსგავსი ვიდეოები
2024 წლის მიზნები - რატომ და როგორ დავისახოთ ახალი წლის მიზნ...
Geo Scrum Guide | Tatia Giunashvili
როგორ გავხდეთ თავდაჯერებული?
Misho Kalatozi
პირველი მეცადინეობა, 1999 წ.
Ramin Gogokhia
№1 2022 თავისუფალი ტრიბუნა - შევიცნოთ ჩვენი მტერი
ჰიდროიზოლაცია პოლიურეას(Polyurea) – უნივერსალური მასალით (სა...
როგორ ვემზადებით საილუზიო შოუსთვის - VLOG
Lasha Gelashvili
მზადება ვენეციის ხელოვნების საერთაშორისო ბიენალესთვის
culturegovge culturegovge
პროექტი „მცოცავი საზღვარი“ ვენეციის ხელოვნების საერთაშორისო...
culturegovge culturegovge