ჰიდროიზოლაცია პოლიურეას(Polyurea) – უნივერსალური მასალით (საქართველოს პარლამენი)

12/03/2021

პოლიურეა, თანამედროვე ჰიდროიზოლაცია უკვე საქართველოშია. მისი დასხმა ხდება თანამედროვე მაღალტექნოლოგიური გრაკოს ფირმის დანადგარით მაღალი წნევისა და ტემპერატურის ზემოქმედებით. პოლირეა გამოირჩევა იმით რომ ეს არის მონოლითური ჰიდროიზოლაცია, მედეგია ფიზიკური და სხვა ბუნებრივი პირობების ზემოქმედების მიმართ, გააჩნია მაღალი გამძლეობა ჭიმვაზე და მაღალადგეზიურია უმრავლესობა სამშენებლო მასალების მიმართ. ჩვენს მიერ ჩატარდა რამოდენიმე ექსპერიმენტი რათა თვალნათლივ დავინახოთ მასალის ფიზიკური თვისებებები

პოლირეას დასატანად არავითარი მნიშვნელობა არა აქვს დასაფარი ზედაპირის მასალას, მის ყველა ვარიანტში მიიღება უწყვეტი მემბრანა საუკეთესო ადგეზიური თვისებებით, მაღალი ცვეთამედეგობითა და სიმტკიცით. მისი საექსპლუატაციო თვისებები არ იცვლება დროის განმავლობაში. იგი არის ეკოლოგიური მასალა, არ შეიცავს გამხსნელებსა და კანცეროგენულ ნივთიერებებს. ყველაფერი ეს ხდის პოლირეას ერთ-ერთ პერსპექტიულ ელასტომერად, მისი გამოყენების ძალიან ფართო დიაპაზონით.

ერთი შეხედვით შეიძლება ფანტასტიკად მოგეჩვენოთ ის, რომ უბრალოდ დაფრქვევის შედეგად, ამ დროს წნევა 240 ატმ უტოლდება, ხოლო დასაფრქვევი კომპონენტების ტემპერატურა 80 გრადუსამდე ადის, 5-7 წამში მიიღება უწყვეტი მემბრანა საუცხოო თვისებებით და კიდევ რამოდენიმე წუთში შესაძლებელია მასზე ფეხით სიარული.

ის, რომ შესაძლებელია ნებისმიერი გეომეტრიის და ნებისმიერი მასალის ზედაპირზე მოეწყოს უწყვეტი მემბრანა, რომელსაც გააჩნია თვითჩაქრობის თვისება, არის ნეიტრალური უმრავლესობა ქიმიური შენაერთების მიმართ, გააჩნია ელექტროსაიზოლაციო თვისებები, იძლევა მისი გამოყენების ფართო შესაძლებლობებს (მიუხედავათ ერთი შეხედვით მისი მაღალი ფასისა), თუნდაც იმიტომ, რომ 30-50 წლის განმავლობაში არ საჭიროებს რემონტს.

იქ სადაც საჭიროა სამუშაოების შესრულების მაღალი ტემპი (გადახურვების რემონტი, გემთმშენებლობა, სანაპირო ნაგებობები და ა.შ. ) მიზანშეწონილია პოლირეას გამოყენება. ერთი აპარატით ერთ სამუშაო დღეში შესაძლებელია 300-500 კვ.მ. დასხმა და არავითარი მნიშვნელობა არა აქვს როგორ ზედაპირზეა სამუშაო შესასრულებელი (ვერტიკალური თუ ჰორიზონტალური), ან როგორია მისი ტენიანობა. ამასთან არც გარემო ტემპერატურას არა აქვს არავითარი მნიშვნელობა, ვინაიდან ჟელირების დრო შეადგენს 5-7 წამს და მისი ცვლილება 1-2 წამით შეუმჩნეველია.

მიუხედავად იმისა, რომ პოლირეას დატანა შესაძლებელია მაღალი ტენიანობის პირობებში, მაინც აუცილებელია მოვერიდოთ მის დატანას სველ ზედაპირზე, ვინაიდან ამ დროს მცირდება მისი ადგეზიური თვისებები.

იმის გამო, რომ პოლირეა შედარებით ახალი მასალაა, მისი არსებობის ისტორია 20 წელს არ აღემატება, დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მისი საექსპლოატაციო ვადა 20 წელზე მეტია. ამასთან ერთად ჩატარებულია ცდების სერია მასალის ხელოვნურად დაძველების მეთოდის გამოყენებით, რაც მდგომარეობს შემდეგში: რეალური ობიექტი, რომელზეც დატანილი იყო პოლირეა განთავსებული იყო ზღვის წყალში 3800 საათით და ხდებოდა მისი შედარება ეტალონურ ნიმუშთან. ზღვის წყალში 2000 საათის ყოფნა უტოლდებოდა 20 წლიან ექსლუატაციას. ნიმუშებმა აჩვენეს 80% მეტი სტაბილურობა, რისგანაც გამოიყვანეს პოლირეას საექსლპოატაციო ვადა. მასთან აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნული ცდის დროს პოლირეასა და რკინას შორის ადგეზიური მაჩვენებლები საერთოდ არ შეცვლილა.

იგივე მეთოდი გამოყენებული იქნა პოლირეაზე სხვა და სხვა ტემპერატურისა და ულტრაიისფერი სხივების გავლენის გამოსაკვლევად. „ალიფატური“ (ნატურალური ანუ სუფთა) პოლირეას გამოცდამ 6000 საათის განმავლობაში აჩვენა 90% სტაბილურობა.

„არომატული“ პოლირეა კი მგრძნობიარეა ულტრაიისფერი სხივების მიმართ, დროის განმავლობაში ისინი იცვლიან ფერს და ყვითლდებიან, ამიტომ მათი გამოყენების სფეროა იქ, სადაც გამორიცხულია პირდაპირი მზის სხივების მოხვედრა ან ესთეტიური მხარე არაა მნიშვნელოვანი.

პოლირეას სასარგებლოდ მეტყველებს კიდევ ის ფაქტი, რომ ამერიკული ავიამზიდების ასაფრენი ბილიკები სწორედ ამ მასალითაა დაფარული…

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ რომ პოლირეას გამოყენება მიზანშეწონილია იქ სადაც საჭიროა:

ექსპლუატაცია მაღალი ტენიანობისა და დაბალი ტემპერატურის პირობებში;
სამუშაოს შესრულების მაღალი ტემპი;
მაღალი ცვეთამედეგობა;
უწყვეტი წყალშეუღწევადი მემბრანის შექმნა;

თბილისი. მარჯანიშვილის ქ. 4
ტელ: +(995) 322 500 180
ელ-ფოსტა: [email protected]
საიტი: https://geonovation.ge