საარჩევნო მონიტორინგი პირველ არხზე


პირველი არხი წინასაარჩევნო პერიოდში საკუთარი ეთერის მონიტორინგს იწყებს.
პირველი არხისა და რადიოს მთავარი საინფორმაციო გამოშვებები, თოქ-შოუები, გადაცემები და დებატები - 2018 წლის პირველი ოქტომბრიდან მონიტორინგის ჯგუფი სწავლობს, თუ რამდენად თანაბრად ეთმობა დრო გაშუქებისას 25-ვე საპრეზიდენტო კანდიდატს. ყოველკვირეული კვლევის შედეგები ოთხშაბათობით არხის ვებ გვერდზე, 1tv.ge-ზე გამოქვეყნდება. საზოგადოების უფრო მეტი ინფორმირებულობისთვის პირველმა არხმა პრეზიდენტობის მსურველებს რამდენიმე ფორმატი შესთავაზა. 25 სექტემბრიდან „მოამბის“ მთავარ გამოშვებაში კანდიდატებს საკუთარ ხედვებსა და პროგრამებზე სასაუბროდ 10-10 წუთი აქვთ. გუშინ შედგა ე.წ გამოწვევის დებატები. არხი მზადაა ეთერი დაუთმოს ნებისმიერ კანდიდატს, თუ ისინი დებატებზე ერთმანეთში შეთანხმდებიან. უკვე მომავალი კვირიდან კი, კანონით გათვალისწინებული, ტრადიციული დებატი პირველად 9 არაკვალიფიციურ სუბიექტს შორის შედგება. 19 და 26 ოქტომბერს ერთმანეთს უკვე კვალიფიციური სუბიექტები შეხვდებიან. ისინი ორ ჯგუფად დაეწყნენ და თითოში 8-8 კანდიდატია.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან