ახალი ევროობლიგაციები ლონდონის ბირჟაზე

16.04.2021 04:57

საქართველომ ახალი ევროობლიგაციები გამოუშვა. ხუთწლიანი და 500 მილიონი დოლარის ოდენობის ფასიანი ქაღალდები უკვე განთავსდა ლონდონის ბირჟაზე. ბოლოს, ანუ 10 წლის წინ გამოშვებულ ობლიგაციებთან შედარებით საპროცენტო განაკვეთი ორნახევარჯერ დაბალია. ანუ ქვეყანა 500-მილიონიანი საგარეო ვალის გასტუმრების პროცესში ნაკლებ საპროცენტო განაკვეთს გადაიხდის. პანდემიის შედეგად გაუარესებული ეკონომიკური მაჩვენებლების ფონზე მსგავს შეღავათს მთავრობა ქვეყნის მიმართ ინვესტორების ნდობას უკავშირებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: