არჩევნების შემსწავლელი საგამოძიებო კომისია შეიქმნა


ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციის უარის მიუხედავად, პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია მაინც იქმნება.

მმართველი გუნდის გადაწყვეტილება უკვე აისახა დღეს მიღებულ დადგენილებაში. კვოტების გადანაწილება და კომისიის დაკომპლექტება უახლოეს დღეებში იგეგმება. თუმცა საპარლამენტო ოპოზიციიდან დიდი ალბათობით ჯგუფის მუშაობაში მხოლოდ სოციალ-დემოკრატები ჩაერთვებიან. იმ არგუმენტით, რომ ყველა უბანზე წარმომადგენლები არ ჰყოლიათ, კომისიაში ჩართვას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს ალეკო ელისაშვილი. ჰქონდა თუ არა 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დროს მასობრივ გაყალბებას ადგილი - დასკვნის დასადებად საგამოძიებო კომისიას სამთვიანი ვადა ექნება. დიდი ალბათობით გამოკითხვაზე მისვლა და კონკრეტული ფაქტების მიტანა მოუწევთ ბარიერგადალახულ ოპოზიციურ პარტიებსაც, რომლებიც სწორედ არჩევნების გაყალბების მოტივით პარლამენტის ლეგიტიმაციას არ აღიარებენ.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან