ნაფარეულის #50-ე საარჩევნო უბნის კომისიის წევრებს უფლებამოსილება შეუწყდათ
07/11/2014
ტელეკომპანია თანამგზავრი-ის
მიერ
„თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულის #50-ე საარჩევნო უბანზე საუბნო კომისიის შემადგენლობა შეიცვალა,\"- ამის შესახებ განცხადება ტელეკომპანია „თანამგზავრთან\" თელავის #მე-17 საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გააკეთა. დავით მკალავიშვილის თქმით, საოლქომ საარჩევნო კომისიის წევრებს უფლებამოსილება აღარ გაუგრძელა. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს საუბნო კომისიის წევრების მიერ საარჩევნო კანონმდებლობის უხეში დარღვევა გახდა. რაც შეეხება დანარჩენ საუბნო- საარჩევნო კომისიებს, მათი შემადგენლობას, ძირითადად, უცვლელი დარჩა.
ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1q4DR3p
ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1q4DR3p