„რუსთავის აზოტის“ თანამშრომლების პროტესტი


თითქმის პარალიზებულია რუსთავის აზოტის საწარმო. გაფიცვა არ წყდება. გაჩერება ემუქრება ქარხანას, რომლის მუშაობას პანდემიის დროს ჟანგბადის ხელოვნურად მიწოდებაზე დამოკიდებული პაციენტებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. სამუშაო პირობების გასაუმჯობესებლად და ხელფასების გასაზრდელად დაწყებული მწვავე პროტესტი ამ წუთებშიც გრძელდება. 75-წლიანი ისტორიის მქონე ქიმიური საწარმოს შესასვლელი გაფიცულ მუშებს გადაკეტილი აქვთ. მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში თანამშრომლები უფრო მასშტაბური პროტესტით იმუქრებიან. მუქარის ფონზე საპასუხო ზომებს აანონსებს ქარხნის ადმინისტრაციაც.  

კრიზისული სიტუაციის განმუხტვას და გაფიცულებსა და ადმინისტრაციას შორის შუამავლობას პროფკავშირები ცდილობს, თუმცა მენეჯმენტთან მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან