ევრონესტის ყოველწლიური ასამბლეის ოფიციალურ გახსნამდე, ევროპარლამენტარებმა ბიუროს სხდომა გამართეს, სადაც იმ რეზოლუციების ტექსტი განიხილეს და შეაჯამეს, რომელიც ევრონესტმა პლენალურ სხდომაზე უნდა მიიღოს და მომავლში სწორედ ამ დოკუმენტებით განაგრძოს მუშაობა. ევრონესტის ასამბლეის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქართველოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში, მნიშვნელოვანი მიღწევები აქვს.
ანდრიუს კუბილიუსის განცხადებით, ევრონესტის რეზოლუციებში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებიც აისახება. ევრონესტის ბიუროს სხდომაზე ქართულ მხარეს რომან კაკულია წარმოადგენდა. მისი განცხადებით, ტექსტი, რომელსაც ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა მიიღებს, ეკონომიკურ მიმართულებებსაც შეეხება. პარალელურად, ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი ევროპარლამენტარებთან ორმხრივ პირისპირ შეხვედრებს მართვას. ევრონესტის ყოველწლიური ასამბლეა დღეს ოფიციალურად ორ საათზე გაიხსნება.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.