"ევროპის ახალგაზრდული პარლამენტი"


\"ევროპის ახალგაზრდულ პარლამენტს\" თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი მასპინძლობს. პარლამენტმა საკომიტეტო მუშაობა 12 აპრილიდან დაიწყო. დღეს კი თელავის უმაღლეს სასწავლებელში რეგიონული სესია გაიმართა. გენერალურ ასამბლეაში საქართველოს სხვადასხვა უნივერიტეტის 90-მდე სტუდენტი იღებდა მონაწილეობას. რეგიონული სესიის პრეზიდენტის განცხადებით , საკომიტეტო მოსმენებზე ისეთი საკითხები განიხილეს, როგორიცაა გენდერი, რეპროდუქციული ჯანმრთელობა, ევროკავშირის ინტეგრაცია და სხვა. ევროპის ახალგაზრდული პარლამენტი მუშაობას დღეს დაასრულებს. გენერალურ ასამბლეაზე შეირჩევიან ის სტუდენტები, რომლებიც ივლისის თვეში მონაწილეობას ქუთაისში გამართულ ეროვნულ შერჩევით კონფერენციაში მიიღებენ.

ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1m4bL2S

ვიდეოები „ტელეკომპანია თანამგზავრი"-ისგან