დასავლეთ საქართველოში გამოიდარა
ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილისაგან განსხვავებით, დასავლეთში გამოიდარა. სამეგრელოს რამდენიმე სოფლიდან გახიზნული მოსახლეობა უკვე საცხოვრებელ სახლებს დაუბრუნდა. ინტენსიურად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოებიც. რეგიონში აღარ წვიმს, თუმცა, მოსახლეობა ისევ რთულ მდგომარეობაშია და დახმარებას ხელისუფლებისაგან ითხოვს. უხვმა ნალექმა და მოვარდნილმა წყალმა სოფელ ზენათში 40-მდე ნაკვეთი დატბორა. განადგურებულია სიმინდის ყანები და საზამთროსა და ნესვის ბაღები. ადგილობრივები დიდ ფინანსურ ზარალზე საუბრობენ, რომლის ზუსტ ოდენობას სპეციალური კომისია ითვლის. მოსახლეობა ამბობს, რომ მსგავსი მასშტაბის სტიქია, რეგიონში ბოლო 25 წელია, არ ყოფილა. პრევენციის მიზნით, ადგილობრივ ხელისუფლებას სამუშაოები უკვე დაგეგმილი აქვს. სოფელ ზანათში აბაშის წლის დამბის გამაგრებითი სამუშაოები უნდა დაიწყოს. დროებითი ხიდი მოეწყობა სენაკის მუნიციპალიტეტში, სადაც წვიმის შედეგად ლეძაძანე-კვაუთის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდი მდინარემ წაიღო და 80-მდე ოჯახი გარე სამყაროს მოწყვიტა. სენაკში სპეციალური ტექნიკა მუშაობს, ირეცხება ქალაქის შიდა ქუჩები და ადგილობრივი მოსახლეობის ეზოები. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchanne... გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
„მოამბე“ 18 საათზე, 11 აგვისტო, 2018 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ხვალიდან დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს
Ajara TV
მომდევნო კვირიდან დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს ავთანდ...
Rioni.TV
უამინდობა რეგიონებში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ამინდის პროგნოზი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შეზღუდვები საავტომობილო გზებზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ძლიერი ქარი დასავლეთ საქართველოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster