ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილისაგან განსხვავებით, დასავლეთში გამოიდარა. სამეგრელოს რამდენიმე სოფლიდან გახიზნული მოსახლეობა უკვე საცხოვრებელ სახლებს დაუბრუნდა. ინტენსიურად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოებიც. რეგიონში აღარ წვიმს, თუმცა, მოსახლეობა ისევ რთულ მდგომარეობაშია და დახმარებას ხელისუფლებისაგან ითხოვს.
უხვმა ნალექმა და მოვარდნილმა წყალმა სოფელ ზენათში 40-მდე ნაკვეთი დატბორა. განადგურებულია სიმინდის ყანები და საზამთროსა და ნესვის ბაღები. ადგილობრივები დიდ ფინანსურ ზარალზე საუბრობენ, რომლის ზუსტ ოდენობას სპეციალური კომისია ითვლის. მოსახლეობა ამბობს, რომ მსგავსი მასშტაბის სტიქია, რეგიონში ბოლო 25 წელია, არ ყოფილა. პრევენციის მიზნით, ადგილობრივ ხელისუფლებას სამუშაოები უკვე დაგეგმილი აქვს.
სოფელ ზანათში აბაშის წლის დამბის გამაგრებითი სამუშაოები უნდა დაიწყოს. დროებითი ხიდი მოეწყობა სენაკის მუნიციპალიტეტში, სადაც წვიმის შედეგად ლეძაძანე-კვაუთის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდი მდინარემ წაიღო და 80-მდე ოჯახი გარე სამყაროს მოწყვიტა. სენაკში სპეციალური ტექნიკა მუშაობს, ირეცხება ქალაქის შიდა ქუჩები და ადგილობრივი მოსახლეობის ეზოები.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchanne...
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb