ადგილობრივების პროტესტი ხერსონში
ხერსონში ადგილობრივები რუსული ძალების მიერ ქალაქის დაკავების გასაპროტესტებლად ქუჩებში გამოვიდნენ. საპორტო ქალაქში, სადაც დაახლოებით 250 000 ადამიანი ცხოვრობს, რუსული ტანკები 2 მარტს შევიდნენ და 3 მარტს ადგილობრივი ადმინისტრაციის შენობა დაიკავეს. ხერსონი არის პირველი მნიშვნელოვანი ურბანული ცენტრი, რომელიც რუსული საოკუპაციო ჯარების კონტროლქვეშ მოექცა. საგარეო საქმეთა მინისტრმა ცოტა ხნის წინ „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა მხარდამჭერი მიმართვა, სადაც ხერსონის მოსახლეობას მადლობას უხდის გმირობისთვის. „მამაცი ხერსონი არის შთაგონება მთელი უკრაინისთვის და მსოფლიოსთვის. ათასობით მშვიდობიანი მოსახლე გამოსულია რუსული ოკუპაციის გასაპროტესტებლად ქუჩებში, შეიარაღებული რუსი ჯარისკაცების პირისპირ. მოვუწოდებ ყველას მთელ მსოფლიოში, გამოხატეთ თქვენი მხარდაჭერა უშიშარი უკრაინელების მიმართ, რომლებიც ახლა ხერსონში არიან“, - წერს „ტვიტერში“ დმიტრო კულება. ხერსონში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ცოტა ხნის წინ განცხადება გააკეთა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმაც. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ადგილობრივების პროტესტი ნამახვან ჰესების მშენებლობას
Formula News
ჰესი მდინარე ლოპოტაზე და ადგილობრივების პროტესტი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ქიმიური ნარჩენების საწყობი ოკუპირებულ აფხაზეთში და ადგილობრი...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#თავისუფალიხედვა მცირე ჰესის პროექტი პანკისში და ადგილობრივე...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უფუნქციოდ დარჩენილი თელავის აკვაპარკი და ადგილობრივების პრო...
knews. ge
რუსეთის მოქალაქეების კონცერტი თბილისის ცენტრში
Formula News
კორპუსის მშენებლობით შექმნილი პრობლემები
TV IMEDI
აფრიკის დასახლების მაცხოვრებლები შენობა - ნაგებობების დემონტ...
სოციალური სამართლიანობის ცენტრი