სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები მესტიის სოფელ ბეჩოში

08.06.2019 00:52

სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჩოში. მდინარე დოლრასა და ენგურში მაშველები ორ ახალგაზრდას ეძებენ. 22 და 23 წლის მამაკაცები გვიან ღამით ხიდიდან მდინარეში გადავარდნენ. შემთხვევას თვითმხილველი არ ჰყავს. სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში, მესტიის სამსახურის გარდა, ჩართული არიან ზუგდიდისა და ქუთაისის საგანგებო სიტუაციების ცენტრის თანამშრომლები. სამძებრო სამუშაოებს ადიდებული მდინარე ართულებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო