ნიკა მელიას განცხადება


ნიკა მელია „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს. საარჩევნო კამპანიასა და პერიპეტიებში გართულებს, გვავიწყდება მთავარი გამოწვევა, რაც დგას ქვეყნისა და „ნაციონალური მოძრაობის“ წინაშე - მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის უმძიმესი მდგომარეობა“, - წერს ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარე.

მელიას განცხადებით, „საარჩევნო პროცესი უკვე სცდება ნორმალურ პოლიტიკურ ფარგლებს, იღებს სამარცხვინო სახეს, რაც შესაძლოა, დამაზიანებელი აღმოჩნდეს როგორც პარტიისთვის, ისე მთლიანად ქვეყნისთვის“. ოპონენტები ბევრს საუბრობენ საჯაროობაზე, გამჭვირვალობასა და დემოკრატიაზე, ამ დროს კონცეპტუალური სვლები საერთოდ კულისებიდან კეთდება და შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს კულუარული, არაფორმალური გავლენების კვალი. ოპონენტები იდეებით ბრძოლას კომპრომატებით ბრძოლას ამჯობინებენ, - ვკითხულობთ მელიას განცხადებაში.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან