„ევროპული საქართველოს“ განცხადება

15.01.2019 01:06

„ევროპული საქართველო“ ხელისუფლებას მოუწოდებს, უკრაინის მართმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს. გიგა ბოკერიას განცხადებით,  უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭება მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური შედეგების მომტანია და ეს მხოლოდ უკრაინელი ხალხის გამარჯვება არ არის. მისი თქმით, პუტინის რეჟიმი რუსეთის ეკლესიის გავლენას მეზობლების წინააღმდეგ აგრესიასა და პროპაგანდისტულ ომში იყენებს. ბოკერია მიიჩნევს, რომ საკითხზე პოლიტიკოსებმა თავისი პოზიცია უნდა დააფიქსირონ და ხელისუფლებამ თითი საქართველოს საპატრიარქოსკენ არ უნდა გაიშვიროს. დეპუტატი არ გამორიცხავს, რომ საკითხზე საკანონმდებლო ორგანოში პრემიერ-მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი დაიბარონ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: