„ნაციონალურ მოძრაობას“ შარლ მიშელის შეთანხმების ხელმოწერისკენ ბრიუსელიდანაც მოუწოდებენ. როგორც ჩანს, ევროპარლამენტარებისთვისაც გაუგებარია გადაწყვეტილება, რომელიც შვიდთვიანი ბოიკოტის შეწყვეტას და პარლამენტში შესვლას 19 აპრილს გაფორმებული დოკუმენტის ხელმოწერის გარეშე გულისხმობს. მეტიც, ევროპარლამენტიდან პარტიას არაკონსტრუქციულობაზეც მიუთითეს. ყველაზე მსხვილი ოპოზიციური ძალის ნაბიჯს შეცდომად მიიჩნევს დანარჩენი ოპოზიციაც. პარტია ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტს იწუნებს, თუმცა ამ შეთანხმების ერთ-ერთ დათქმას პარტიის მთავარ მიზნად და ამოცანად აცხადებს. იგულისხმება დოკუმენტის მეხუთე პუნქტი, რომლის მიხედვით თვითმმართველობის არჩევნებზე მმართველი პარტიის მიმართ 43%-ზე დაბალი მხარდაჭერის შემთხვევაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა დაინიშნოს. ოპოზიციური პარტიების და საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებების და „ქართული ოცნების“ გაფრთხილების მიუხედავად, „ნაციონალური მოძრაობა“ პოზიციის გადახედვას არ აპირებს.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.