გავრცელებული ფაილები - პოლიტიკური შეფასებები
09/14/2021
ფარული მასალები და კომპრომატები ამჯერადაც წინასაარჩევნო პროცესის ნაწილად იქცა.
ერთ-ერთ ვებ-პორტალზე გუშინ სასულიერო პირების შესახებ გავრცელებული წერილობითი ფაილების შემდეგ ხელისუფლება „ნაციონალური მოძრაობისგან“ სავარაუდოდ, საჯარო მოხელეების პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გამოქვეყნებას აანონსებს და პარტიას ამ ქმედებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს. „ქართული ოცნების“ ლიდერები ამტკიცებენ, რომ ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიიდან გეგმის შესახებ ინფორმაციამ გაჟონა. ხელისუფლება ჩანაწერების მოპოვების თარიღს არ აკონკრეტებს, თუმცა ხაზს უსვამს, რომ ჩამწერთა ვინაობა იცის. სწორედ ამ გეგმისთვის ნიადაგის მზადების კონტექსტში განიხილავს მმართველი გუნდი გუშინდელ ფაილებსაც, რომლებიც ამ დროისთვის უკვე დაბლოკილ ვებ-გვერდზე სუს-იდან გაჟონილი სავარაუდო ფარული მიყურადების მასალებად იყო წარმოდგენილი.
სასულიერო პირების პირადი ინფორმაციის და სატელეფონო კომუნიკაციის შემცველ ფაილებზე პროკურატურამ ძიება დაიწყო. თუმცა, გამოძიების მიმართ უნდობლობა აქვს ოპოზიციას, რომელიც ხელისუფლებას უკანონო მოსმენების და თვალთვალის პრაქტიკის გაგრძელებაში ადანაშაულებს.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.